გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმა N1     17.05.2019
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ირა მატუა. პ.ნ.51001011315
საგანი: ქართული  ენა და ლიტერატურა.
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური. IV-კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 5 (კლასში არ არის  სსსმ მოსწავლე.)
გაკვეთილის თემა: თხრობითი  და კითხვითი წინადადებები
გაკვეთილის მიზანი - მოსწავლემ შეძლოს:
·         თხრობითი და კითხვითი წინადადებების ერთმანეთისაგან გარჩევა.
·         წინადადებების შედგენა  სურათების გამოყენებით.
·          წარმოთქმა შესაბამისი ინტონაციით.
·         თხრობითი და კითხვითი წინადადებების შედგენა-წაკითხვა.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: წარმოდგენილ გეგმაში გათვალისწინებულია
 კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები.გაკვეთილის მიზანი შეესაბამება მისაღწევ შედეგებს.სასწავლო მიზანი/თემა
 შესაბამისია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთნ მიმართებით).
დრო (წთ)
1

აქტივობა -  საორგანიზაციო საკითხები.
 მიზანი: საგაკვეთილო პროცესისათვის მომზადება და ჩართულობის ხარისხის ამაღლება.
აღწერა: მასწავლებელი ესალმება კლასს და ზრუნავს პოზიტიური განწყობის შექმნაზე. აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს, აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს,აქტივობებს, შეფასების ფორმებს.
ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
საერთო
საკლასო
გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკები.

 მიზანი: შეძლონ წინასწარ გააცნობიერონ ტექსტის სათაური, მიზნები და შეფასების კრიტერიუმები.
2წთ
2



აქტივობა:პროვოცირება/მოტივაცია
მასწავლებელი დაფაზე აკრავს სურათს და მოსწავლეებს სთხოვს ამ სურათის გამოყენებით შეადგინონ წინადადებები, რასაც აფიქსირებს დაფაზე. შემდეგ სვამს კითხვებს:
1.წინადადება როგორ აზრს გვიჩვენებს?
2.რამდენ სიტყვიანი შეიძლება იყოს წინადადება?
3.რა და რა სახის წინადადებები ვიცით?
აღწერა:(მასწავლებელი სვამს კითხვებს წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ავსებს სქემას: ,,წინადადებები შინაარსის მიხედვით).
იზანი: ინტერესის აღძრა.მოტივაციის ამაღლება.წინარე ცოდნის გააქტიურება.ახალი მასალის ახსნისათვის მზადება.

გონებრივი იერიში.







სქემის  შევსება

საერთო საკლასო
დაფა,ცარცი, სურათი,ფლიფჩარტი,
მარკერი





სქემას.(წინადადებები შინაარსის მიხედვით)


მიზანი: მოსწავლემ შეძლოს წინარე ცოდნის გამოყენებით ახალი მასალის ახსნისათვის მზადება,აუმაღლდეს სწავლის მოტივაცია,გაუადვილდეს ახალი ინფორმაციის აღქმა და გააზრება.
8 წთ

3
სიღრმისეული წვდომა:
აქტივობა - ტექსტზე მუშაობა
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გადაშალონ სახელმძღვანელოს გვერდი 78 და წაიკითხონ ,,თხრობითი და კითხვითი წინადადებები“ ჩუმად ყურადღებით ბოლომდე. შემდეგ სვამს კითხვებს ტექსტის გარშემო:
1.ტექსტის მიხედვით რა გავიგეთ თხრობითი წინადადებების შესახებ?
(ავსებენ სქემა)
2.რა გავიგეთ კითხვითი წინადადებების შესახებ.
(ავსებენ სქემას)
აღწერა: მოსწავლეები ჩუმად კითხულობენ ტექსტს და მასწავლებლის კითხვების მეშვეობით აანალიზებენ და ავსებენ სქემებს.კითხულობენ წინადადებებს შესაბამისი ინტონაციით.
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ტექსტის კითხვა,გაგება-გააზრება.წინადადებების წარმოთქმა სათანადო ინტონციით.

,,ჩუმი კითხვა






კითხვა-პასუხი.
ინდივიდუალური






საერთო საკლასო
სახელმძღვანელო,
ქართული ენა და ლიტერატურა მეოთხე კლასი.
ნ.გორდელაძე
თ.კუხიანიძე
 ფლიფჩარტზე მასწავლებლის მიერ დხაზული სქემები: 1.,,წინადადებები შინაარსის მიხედვით“
2.,,კითხვითი წინადადებები“


მიზანი: სქემებზე მუშაობა ეხმარება მოსწავლეებს თხრობითი და კითხვითი წინადადებების  დახარისხებაში.
10წთ
4


















აქტივობა - სურათების მიხედვით წინადადებების შედგენა და ჩაწერა.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს დასურათებულ ბარათებს და სთხოვს მოიფიქრრონ ერთი კითხვითი და ერთი თხრობითი წინადადება და მიუწერონ ილუსტრაციებს.მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და ხდება გაანალიზება.

მიზანი. მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებლად წინადადებების შედგენა.წინადადებების წაკითხვა შესაბამისი ინტონაციით.


ილუსტრაციის მიხედვით წინადადებების შედგენა.



წინადადებების წაკითხვა შესაბამისი ინტონაციით.
ინდივიდუალური



















ილუსტრირებული ბარათები, საწერკალმები.


მიზანი: ნახატი ეხმარება წინადადებების მოფიქრებაში.
7წთ


















5



აქტივობა: ჯგუფური მუშაობა:
მასწავლებელი კლასს ჰყოფს ორჯგუფად და ურიგებს წინადადების ბარათებს  და სქემებს, სთხოვს დააწებონ შესაბამის ადგილას.
აღწერა: მოსწავლეები აწებებენ წინადადების ბარათებს შესაბამის ადგილას.
მიზანი: მიღებული ცოდნის გამოყენება.
,,დააკავშირე სწორად“
ჯგუფური
წინადადებების ბარათები და სქემები.წებო.

მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მიღებული ცოდნის რეალიზება.
5წთ

6.



რეფლექსია:
აქტივობა - პრეზენტაცია
მოსწავლეებს გამოაქვთ ნამუშევრები და აკეთებენ პრეზენტაციას.მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვებს:
1.რა გავიგეთ დღეს, როგორ წარმოითქმის კითხვითი წინადადება/თხრობითი წინადადება?
2.რა და რა კითხვითი სიტყვები ვისწავლეთ?
(უჩვენებს თვალსაჩინო მასალას)
აღწერა:- მოსწავლეები კითხულობენ წინადადებებს და აღწერენ შესაბამისობას. პასუხობენ მასწავლებლის მირ დასმულ შემაჯამებელ კითხვებზე.მასწავლებელი უჩვენებს თვალსაჩინოებას, სადაც დაწერილია კითხვითი სიტყვები სთხოვს დაიმასოვრონ.
მიზანი: ხმამაღლა კითხულობს საკუთარ ნაწერს შესაბამისი ინტონაციით.
პრეზენტაცია





კითხვა-პასუხი



,,დაიმახსოვრე“
ჯგუფის ლიდერები





საერთო-საკლასო
მოსწავლეთა ნამუშევრები.თვალსაჩინოება ,,კითხვითი სიტყვები“


მიზანი: მოსწავლემ შეძლოს კითხვითი სიტყვების დამახსოვრება და საჭიროების შემთხვევაში ინტონაციურად წარმოთქმა.
8წთ

7
აქტივობა - შეფასება:
მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი კომენტირებით
მიზანი: მოსწავლეს შემატოს თავდაჯერებულობა მიიღოს ადეკვატური რჩევა.
მკაფიოდ აღწერილი უკუკავშირი
ინდივიდუალური.
შეეფასების რუბრიკები.
3წთ
8
აქტივობა - საშინაო დაავალება:
სახელმძღვანელოში მოცემული N 2 სავარჯიშო.
მიზანი: მიღებული ცოდნის განმტკიცება.
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
საშინაო დავალების დავალება.
2წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ.დაწყ.(1). 4 მოსწავლემ შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა დაენობრივ სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება.
მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         მეტყველებს მკაფიოდ და გარკვევით.
·         იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით თხრობითი და კითხვითი წინადადებების ბოლოს.

              ქართ.დაწყ.(1).11მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და
სემანტიკურ მხარეზე ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         განასხვავებს თხრობითსა და კითხვით წინადადებებს.

ქართ.დაწყ.(1).15.მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ხმამაღლა კითხულობს საკუთარ ნაწერს შესაბამისი ინტონაციით.

                                           შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
,,გასაუმჯობესებელია“
,,კარგია“
,,საუკეთესოა“
სურათის გამოყებით წინადადებების შედგენა.

ვერ ადგენს სურათის გამოყენებით წინადადებებს.
ცდილობს და ნაწილობრივ ახერხებს სურათის მიხედვით წინადადებების შედგენას..
ადგენს სხვადასხვა წინადადებებს სურათის გამოყენებით.
ტექსტის გაგება-გააზრება.
ტესტში მნიშვნელოვანი ინფორმაციის პოვნა.ტექსტის გარშემო დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ვერ პოულობს ტექსტში მითითებულ ინფორმაციას.ვერ პასუხობს ტექსტის გარშემო დასმულ კითხვებს.
ცდილობს და ნაწილობრივ ახერხებს ტექსტში მითითებული ინფორმაციის პოვნას ტექსტის გარშემო დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
პოულობს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას.პასუხობს ტექსტის გარშემო დასმულ კითხვებს.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთის მოსაზრებებს,თანამშრომლობენ,იცავენ დროის ლიმიტს.
არ აქტიურობს ჯგუფური მუშაობისას, ვერ თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.არ იცავს დროის ლიმიტს.

ცდილობს გაინაწილოს პასუხისმგებლობა,უსმენს ჯგუფის წევრებს,უზიარებს სხვებს საკუთარ მოსაზრებებს.ცდილობს დაიცვას დროის ლიმიტი.
თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.მუშაობს აქტიურად.უსმენს ჯგუფის წევრებს და უზიარებს მოსაზრებებს.იცავს დროის ლიმიტს.

          




გაკვეთილის გეგმა N3                20.05.2019
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ირა მატუა. პ.ნ.51001011315
საგანი: ქართული  ენა და ლიტერატურა.
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური. IV-კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 5 (კლასში არ არის  სსსმ მოსწავლე.)
გაკვეთილის თემა:“ გაიცანით ბიძია სევა“ (II ნაწილი)
გაკვეთილის მიზანი - მოსწავლემ შეძლოს:
·         ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება- გააზრება.
·          პერსონაჟის განცდების თვისებების შესახებ მსჯელობა.
·         მეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: წარმოდგენილ გეგმაში გათვალისწინებულია
 კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები.გაკვეთილის მიზანი შეესაბამება მისაღწევ შედეგებს.სასწავლო მიზანი/თემა
შესაბამისია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთნ მიმართებით).
დრო (წთ)

1

აქტივობა : საორგანიზაციო საკითხები.
მიზანი: საგაკვეთილო პროცესისათვის მომზადება და ჩართულობის ხარისხის ამაღლება.
აღწერა: მასწავლებელი ესალმება კლასს და ზრუნავს პოზიტიური განწყობის შექმნაზე. აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს, აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს,აქტივობებს, შეფასების ფორმებს.
ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
საერთო
საკლასო
გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკები.

 მიზანი: შეძლონ წინასწარ გააცნობიერონ ტექსტის სათაური, მიზნები და შეფასების კრიტერიუმები.
3წთ
2



აქტივობა- საშინაო დავალების შემოწმება:
აღწერა -  მასწავლებელი ამოწმებს დავალებას. უკეთებს უკუკავშირს.
მიზანი:წინარე ცოდნის შემოწმება.
დათვალიერება
ინდივიდუალური
საშინაო დავალების რვეულები
მიზანი: ხელს უწყობს მიღებული ცოდნის განმტკიცება.
5წთ

3



გამოწვევა:
აქტივობა - პროვოცირება
აღწერა- მასწავლებელი დაფაზე აკრავს სურათს და სიტყვებს  და სვამს კითხვებს:
1.რა კავშირი შეიძლება არსებობდეს სურათსა და ამ სიტყვებს შორის?
2.შეიძლება ამ სურათისა და სიტყვების მიხედვით ვივარაუდოთ რა მოხდება ტექსტში?
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, მასწავლებელი აფიქსირებს ფლიფჩარტზე.
მიზანი: ინტერესის აღძრა.ვარაუდების გამოთქმა.


გონებრივი იერიში.




კითხვა-პასუხი.




ვარაუდების გამოთქმა.
საერთო საკლასო
სურათი და სიტყვების ბარათები.ფლიფჩარტი, მარკერი.

მიზანი: მოსწავლეებს ეხმარება სურათისა და სიტყვების სწორად დაკავშირებაში და ვარაუდების გამოთქმაში.
7წთ

4





















სიღრმისეული წვდომა:
აქტივობა - ტექსტის კითხვა
აღწერა - მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს წაიკითხონ ტექსტი ჩუმად და ფანქრით გახაზონ გაუგებარი  სიტყვები და ამოწერონ წებოვან ბარათზე.
შემდეგ ხდება ამოწერილი სიტყვების ახსნა.
სვამს კითხვებს:
1.რა მოხდა ტექსტის დასაწყისში?
2.მოგეწონათ ეს მომენტი?
3.ვისთვის არის ეს მომენტი უფრო სასიამოვნო, ცოტნესთვის თუ სევასთვის?
4.კიდევ რა მოხდა ისეთი რამაც გაგაკვირვათ სევას მონაყოლიდან?
მასწავლებელი უბრუნდება ვარაუდებს და ეკითხება მოსწავლეებს:
1.გამართლდა ჩვენი ვარაუდი?  
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება.


ჩუმი კითხვა


გამოკრებითი კითხვა



კითხვა პასუხი.








ინდივიდუალური






საერთო საკლასო








სახელმძღვანელო,

12წთ
5
აქტივობა - ჯგუფური მუშაობა
აღწერა - მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ორ ჯგუფად და აძლევს სქემას ,,თავიდან, მერე, ბოლოს“
მოსწავლეები ავსებენ სქემას და აკეთებენ პრეზენტაციას.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ თანამშრომლობა და აზრის გაზიარება.
სქემა ,,თავიდან, მერე, ბოლოს.“



პრეზენტაცია
ჯგუფური




პრეზენტატორები
სქემა ,,თავიდან, მერე, ბოლოს.“ საწერკალამი.თაბახის ფურცლები.
მიზანი: მოსწავლეს დაეხმარება ტექსტის შინაარსის თანმიმდევრულად გადმოცემაში.
10წთ

6
რეფლექსია:
აქტივობა - გაკვეთილის შეჯამება.
აღწერა - მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვებს:
1.მოგეწონათ დღევანდელი ტექსტი?
2.რა მოგეწონათ?
3.რატომ?
4.გამოყოფდით რომელიმე სახალისო მომენტს?
მოსწავლეები იმსჯელებენ ტექსტის გარშემო.გამოთქვამენ საკუთარ აზრებს.
იზანი: მიღებული ცოდნის შეჯამება.


კითხვა პასუხი




მსჯელობა



საერთო საკლასო
სახელმძღვანელო
3წთ
7
აქტივობა - შეფასება:
მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი კომენტირებით
მიზანი: მოსწავლეს შემატოს თავდაჯერებულობა მიიღოს ადეკვატური რჩევა.
მკაფიოდ აღწერილი უკუკავშირი
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკები
3წთ
8
აქტივობა - საშინაო დავალება:
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებად: (დაწერე ,,ენამოსწრებული ბიძია სევა“
ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
დავალების ბარათები
2წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ.დაწყ.(1).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება- გააზრება და გადმოცემა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:


·         მსჯელობს მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე.

ქართ.დაწყ.(1).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს  ნაცნობი ლექსიკისა დაენობრივ სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება.მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         მეტყველებს მკაფიოდ და გარკვევით.
             
ქართ.დაწყ.(1). 7.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება. ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის (მაგალითად:ილუსტრაციისა და ტექსტის ურთიერთდაკავშირება.)
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         გამოყოფს ტექსტის მთავარ საკითხს, ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას.
·         ასახელებს და ახასიათებს  მხატვრული ნაწარმოების მოქმედ პირებს.






შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
,,გასაუმჯობესებელია“
,,კარგია“
,,საუკეთესოა“
ვარაუდების გამოთქმა.
სურათების  გამოყენებით ვარაუდები გამოთქმა.

ვერ  გამოთქვამს  ნახატის გამოყენებით ვარაუდებს.
ცდილობს და ნაწილობრივ გადმოსცემს ვარაუდებს ნახატის მიხედვით.
თავისუფლად გადმოსცემს  ნახატის მიხედვით ვარაუდებს.
ტექსტის გაგება-გააზრება/მსჯელობა.
ტექსტში მნიშვნელოვანი ინფორმაციის პოვნა.სიუჟეტის თანმიმდევრულად გადმოცემა.ტექსტის გარშემო საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ვერ პოულობს ტექსტში მითითებულ ინფორმაციას.ვერ გადმოსცემს ამბავს თანმიმდევრულად.არ გამოხატავს საკუთარ შეხედულებას.
ცდილობს და ნაწილობრივ ახერხებს ტექსტში მითითებული ინფორმაციის პოვნას და სიუჟეტის თანმიმდევრულად გადმოცემას.ტექსტის გარშემო მსჯელობას და  საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემას.
პოულობს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას.აყალიბებს ტექსტის სიუჟეტს თანმიმდევრულად.მსჯელობს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტის გარშემო.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთის მოსაზრებებს,თანამშრომლობენ,იცავენ დროის ლიმიტს.
არ აქტიურობს ჯგუფური მუშაობისას, ვერ თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.არ იცავს დროის ლიმიტს.

ცდილობს გაინაწილოს პასუხისმგებლობა,უსმენს ჯგუფის წევრებს,უზიარებს სხვებს საკუთარ მოსაზრებებს.ცდილობს დაიცვას დროის ლიმიტი.
თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან.მუშაობს აქტიურად.უსმენს ჯგუფის წევრებს და უზიარებს მოსაზრებებს.იცავს დროის ლიმიტს.

          


ხელმოწერა: ი. მატუა

თარიღი: 20.05.2019
ხელმოწერა: ი. მატუა
თარიღი

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 comments:

Post a Comment